აშშ და ბრიტანეთი რუსეთზე ზეწოლას აგრძელებენ

ბარაკ ობამა და დევიდ კამერონი რუსეთზე ზეწოლის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ.

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი სტატია გამოაქვეყნეს Times-ში, სადაც სწერია, რომ მხარეები აპირებენ, განაგრძონ კონსოლიდირებული მოქმედებები უკრაინაში რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

”თუ ჩვენ დავუშვებთ, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევა დაუსჯელი დარჩეს, დესტაბილიზაცია ყველას დაგვაზარალებს. ჩვენ არ ვუგზავნით რუსეთს ორაზროვან სიგნალს. საერთაშორისო გაერთიანება არასდროს დაუჭერს მხარს რუსეთის მცდელობებს, რომელიც უკრაინაში ვითარების დესტაბილიზაციისკენაა მიმართული,” – ნათქვამია ობამასა და კამერონის ერთობლივ სტატიაში.

banner
წინა სტატიაშირუსეთი მისტრალის არ მიღების შემთხვევაში საფრანგეთს უჩივლებს
შემდეგი სტატიაუზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურა – არასამთავრობოები პრეზიდენტს ხვდებიან