,,აშკარად ეტყობოდა, ეს არ იყო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა”

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი პრემიერსა და დეპუტატ ტარიელ ლონდარიძის შორის მოხმდარ დაპირისპირებას აფასებს.  კითხვაზე, რატომ არ შეუშვეს სხდომაზე ოპოზიცია, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ აქ ოპოზიცია და პოზიცია არაფერ შუაშია, დღეს იყო მთის საბჭოს სხდომა და იქ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ მხოლოდ საბჭოს წევრები და არა სხვა დანარჩენები.
“იქ შეიძლებოდა ყოფილიყვნენ საბჭოს წევრები, ხოლო სხვა რა დასწრება იყო საჭირო, ვერ ვხდები და არაფერი არ შეიძლებოდა ჩემთან ყოფილიყო შეთანხმებული, რადგან საბჭოს შემადგენლობა დამტკიცებულია და დღეს მისი სხდომა იყო”, – განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ტარიელ ლონდარიძე ესწრებოდა ამ სხდომას, მაგრამ რატომღაც უნდოდა, რომ სხდომა პრემიერ-მინისტრის ნაცვლად თავად წაეყვანა.
“ტარიელ ლონდარიძე ესწრებოდა ამ სხდომას, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს სხდომა უნდა წაეყვანა თვითონ, პრემიერ-მინისტრის ნაცვლად, მერე აღშფოთდა და დატოვა. მე თუ მკითხავთ, ძალიანაც კარგი თუ დატოვა, იმიტომ რომ აშკარად ეტყობოდა, ეს არ იყო კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის მზადყოფნა”, – განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.
ტარიელ ლონდარიძესთან ერთად დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში იმყოფებოდნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები, აკაკი ბობოხიძე და გიორგი ვაშაძე, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მთის განვითარების სახელმწიფო კომისიის წევრები არ არიან, კომისიის სხდომაზე არ შეუშვეს.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრეზიდენტი მოლდოვას თავდაცვის მინისტრ ანატოლი სალარუს შეხვდა
შემდეგი სტატიაჯეიმს აპატურაიმ თინა ხიდაშელის საქმიანობა შეაფასა