აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს

აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს. როგორც “თაიმერს” აღსრულების ეროვნულ ბიუროდან აცნობეს, ბიუროს თანამშრომლებმა სისხლი სხვადასხვა სამკურნალო დაწესებულების სისხლის ბანკის მარაგის შესავსებად ჩააბარეს.
უანგარო დონაციის აქცია სისხლის გადასხმის საქალაქო სადგურის სპეციალისტების დახმარებით გაიმართა. აღსრულების ეროვნული ბიურო კვლავაც განაგრძობს სისხლის ბანკში სისხლის მარაგის შევსების პროცესის აქტიურ მხარდაჭერას, რისთვისაც მას რამდენიმე დღის წინ მადლობის სიგელიც გადაეცა.
აღსრულების ეროვნული ბიუროში აცხადებენ, რომ მომავალშიც აქტიურად გააგრძელებენ აქციის “გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!” მხარდაჭერას.

banner
წინა სტატიაშიპრეზიდენტმა გარდაცვლილი მაშველი “სამოქალაქო თავდადებისთვის” დააჯილდოვა
შემდეგი სტატიაენერგო სექტორი სქტიქიის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობას ეხმარება