აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება საკმაოდ მძიმეა

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება საკმაოდ მძიმეა. პრორუსი სეპარატისტები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებში უკრაინელი სამხედროების პოზიციებს უტევენ და ზალპური ცეცხლის სისტემებს იყენებენ. მსხვერპლია ორივე მხრიდან.

ანტიტერორისტული ოპერაციის შტაბში აცხადებენ, რომ ბრძოლების შედეგად გვარდიელებმა 48 სეპარატისტი მოკლეს.

უკრაინის პრემიერ–მინისტრი კიდევ ერთხელ მიმართავს დასავლეთს და ქვეყნის შეიარაღებისკენ მოუწოდებს.

„ცხადია, რომ ჩვენ გვჭირდება მშვიდობა ევროპაში, მაგრამ მშვიდობა ევროპაში დამოკიდებულია მშვიდობაზე უკრაინაში და ამის მისაღწევად უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიცვას საკუთარი თავი. არავის სურს ახალი ფართომასშტაბიანი ომი ევროპაში. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ არავის სურს, ნახოს რუსული ტანკები ევროკავშირის საზღვრებთან,“ – აცხადებს უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იაცენიუკი.

banner
წინა სტატიაშიეროსი კიწმარიშვილის საქმე, შესაძლოა, გადაკვალიფიცირდეს
შემდეგი სტატიათურქეთის პრეზიდენტის რეზიდენციასთან მომიტინგეები დაიჭირეს