აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს სეტყვაა მოსალოდნელი

დღეს აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეტყვაა მოსალოდნელი. როგორც  გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის ჰიდრომეტეოლოგიური სამსახურში აცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში დღეს ძლიერი წვიმაა ელჭიქით მოსალოდნელი. ზოგან იქნება სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერება, რომლის დროსაც ქარის სიჩქარე წამში 20-22 მეტრი იქნება.
დღეს იწვიმებს დასავლეთ საქართველოშიც, თუმცა ძლიერი ნალექი მოსალოდნელი არ არის.
მომავალი კვირიდან კი მთელს საქართველოში გამოიდარებს, თუმცა 22-23 ივლისს სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმას პროგნოზირებენ. აღნიშნულ პერიოდში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და 20-21 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართვლოში კი 26 ივლისის ჩათვლით, შედარებით უნალექო მზიანი ამინდია მოსალოდნელი და ჰაერის საშუალო ტემპერატურა 30-32 გრადუსი იქნება.

banner
წინა სტატიაშიზოოპარკის ტენდერთან დაკავშირებით სამი პირი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის აღმნიშვნელ ბანერებზე განცხადება ეუთო-ს მუდმივ საბჭოს სხდომაზეც გააკეთდა