აღმაშენებლის ხეივანში, საავტომობილო გზაზე შეზღუდვები დაწესდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული. ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015”-ის მოსამზადებელის სამუშაოების ფარგლებში დაგეგმილი სატესტო ველორბოლის გამო, დღეს, აღმაშენებლის ხეივანში საავტომობილო გზაზე გარკვეული შეზღუდვები უკვე ამოქმედდა.

ამ დროისთვის აღმაშენებლის ხეივანში, “მარი მარკეტის” მიმდებარე ტერიტორიაზე, 500 მეტრი გზის მონაკვეთი უკვე დაკეტილია; 15:00 საათიდან 17:30 საათამდე კი, შეზღუდვა “თბილისი მოლამდე” იმოქმედებს.

მზადება მიმდინარეობს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი “თბილისი 2015”-სთვის, რომლის ფარგლებშიც, დღეს აღნიშნული გზის მონაკვეთზე სატესტო ველორბოლა გაიმართება კონკრეტული გეგმით, როგორც ეს “თბილისი 2015”-სთვის არის დაგეგმილი. აღმაშენებლის ხეივანში, ტრანსპორტის მოძრაობა დაახლოებით, 17:30 საათზე აღდგება.

აღნიშნულთან დაკავშირებით საქმის კურსში არის საპატრულო პოლიცია და ქალაქის მერია.

banner
წინა სტატიაშიეგვიპტის ექსპრეზიდენტს სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს
შემდეგი სტატია17 მაისთან დაკავშირებით სახალხო დამცველი განცხადებას ავრცელებს