“აღმასკომის სხდომის დატოვება ალექსანდრე ჩივაძემ მთხოვა”

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მფლობელის თქმით, გუშინ, ფეხბურთის ფედერაციაში გამართულ აღმასკომის სხდომაზე, მას პირადად ალექსანდრე ჩივაძემ სთხოვა, რომ სხდომა დაეტოვებინა, რადგან ყველაფერი გარკვეული იყო.

საფეხბურთო კლუბ “ზესტაფონის” მოფლობელი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის შვიდი სუბიექტი, რიგგარეშე ყრილობის მოწვევას აპირებს.

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ თანხმობა “თბილისის დინამომ”, “ზესტაფონმა”, “ფოთის კოლხეთმა”, “სამტრედიამ”, “ქუთაისის ტორპედომ” და “გორის დილამ” განაცხადეს.

ამასთან, კოკაია ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტ ალექსანდრე ჩივაძეს იუდას უწოდებს და აცხადებს, რომ მან ქართული ფეხბურთი გაყიდა.

“გუშინ აღმასკომის სხდომაზე ვიმყოფებოდი, თუმცა, მოვიდა ალექსანდრე ჩივაძე და მითხრა, რომ წავსულიყავი, რადგან ყველაფერი “გაიასნებულიაო”, ეს პირადად მითხრა და მე ვუთხარი, რომ იქ არასდროს მივიდოდი. მე არ ვერიდები არც ჩივაძეს, არც ხურცილავას, ამ ხალხმა ძალიან ბევრი გააკეთეს ქართული ფეხბურთისთვის, მაგრამ დღეს მის ნგრევაში სოლო პარტია უჭირავთ”, – განაცხადა კოკაიამ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენ ვაპირებთ მაქსიმალურად ავაღორძინოთ ქართული ჩაის წარმოება”
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – გურია არის, იყო და იქნება ქართული პოლიტიკის, პროგრესული აზროვნების ცენტრი