,,აღარავინ აღარ ახსენებს იმას, რომ ეს რეალურად მოხდა და რეალურმა ადამიანებმა ჩაიდინეს ეს არაადამიანობა”

მიკვირს, რომ აქცენტი მარტო იმაზეა, კადრები უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ იმ შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც საქართველოს რამდენიმე ქალაქში ძალადობის ამსახველი კადრების საჯარო ჩვენება გაიმართა.
“პირველ რიგში, ძნელია, რომ ნორმალურ ადამიანს რაღაც მკაფიო რეაქცია ჰქონდეს ამ არაადამიანობაზე. თუმცა მე მართლა გაკვირვებული ვარ, რომ საზოგადოებისა და მედიის აქცენტი არის იმაზე, შეიძლებოდა თუ არა ამის ჩვენება. რა თქმა უნდა, არა და აღარავინ აღარ ახსენებს იმას, რომ ეს რეალურად მოხდა და რეალურმა ადამიანებმა ჩაიდინეს ეს არაადამიანობა. მიკვირს, რომ აქცენტი მარტო იმაზეა, აქ უნდა გაშვებულიყო თუ არა და აღარავინ არ ახსენებს იმას, რომ ეს მართლაც მოხდა”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, რეჟიმი შეიცვალა არა კადრების ნახვის გამო, არამედ მოსახლეობამ საკუთარი არჩევანი მრავალი ფაქტორის გამო გააკეთა.
“რეჟიმი არ შეცვლილა კასრების ისტორიის გამო, არამედ შეიცვალა იმის გამო, რომ საქართველოს მოსახლეობამ გააკეთა თავისი არჩევანი, მრავალი სხვა ფაქტორის გამო”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
უკრაინულ საიტზე წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრები გამოქვეყნდა, რომელიც სამეგრელოშია გადაღებული.

banner
წინა სტატიაშისაპროკურორო საბჭოს რვა წევრს 17 პროკურორისგან აირჩევენ
შემდეგი სტატია“ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს მოსამართლედ დანიშვნაზე ხელი მაქვს აწეული,”- გვარამია ურთმელიძეს მიმართავს