აქციის მონაწილეებმა თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი გადაკეტეს

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

კახელი გლეხები პროტესტს განაგრძობენ. გურჯაანელებს დღეს ლაგოდეხელი მევენახეებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეები გამგეობის შენობიდან დაიძრნენ და ამ წუთებში ბაზრის მიმართულებით მიემართებიან.  თელავი-გურჯანიის მთავარი მაგისტრალი მევენახეებმა გადაკეტეს, რომლებიც საპროტესტო აქციას მართავენ. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.

გლეხები სახელმწიფოს მიერ ყურძენზე დაწესებულ ფასებს აპროტესტებენ და სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას და მის გუშინდელ განცხადებაზე სოფლის მეურნეობის მინისტრის ადგილზე ჩასვლას და მის გუშინდელ განცხადებაზე განმარტებას ითხოვენ. მევენახეები ამბობენ, რომ ყურძენზე რეალური ფასი მათთან შეთანხმებით უნდა დაწესდეს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში კი აცხადებენ, რომ ფასის გადახედვა არ იგეგმება.

კახეთის რეგიონში გახსნილია ღვინის 4 სახელმწიფო საწარმო, თუმცა გლეხები ყურძნის ჩაბარებას არ ჩქარობენ და იმედოვნებენ, რომ კერძო საწარმოები მათ უფრო მეტ თანხას შესთავაზებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით რქაწითელს სახელმწიფო 60 თეთრად, საფერავს კი 85 თეთრად ჩაიბარეს.

banner
წინა სტატიაშიდედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ წყნეთი-ბეთანიის გზის აღდგენა საშიშია
შემდეგი სტატიამწერალი რეზო ჭეიშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა