აქცია “ლამფებით” ბიძინა ივანიშვილის სახლთან

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან ამ წუთებში ხმაურიანი აქცია მიმდინარეობს, სადაც აქციის მონაწილეები ლამფებით არიან მისულები.

აქციის მონაწილეები მთავრობისგან სუბსიდირების წესის გადახედვას და შეჩერებული სოციალურად დაუცველის სტატუსის დაბრუნებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბოლო წლებში გაღარიბდნენ, მაგრამ მათი ქულები, რითაც სოციალურად დაუცველთა სტატუსის მინიჭება ხდება, გაიზარდა და სოციალურად დაუცველის სტატუსიც მოეხსნათ.

ივანიშვილის რეზიდენციასთან შეკრებილები მთავრობის ენერგოპოლიტიკასაც იწყუნებენ და ამბობენ, რომ ასე თუ გაგრძელდება, ისინი ელექტროენერგიის გარეშე დარჩებიან.

აქციის მონაწილეები პირობების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში აქციების გამართვით იმუქრებიან.

banner
წინა სტატიაში,,54 წლის ასაკში მას გულმა უმტყუნა”- გიგი უგულავას წერილი ციხიდან
შემდეგი სტატიაპატრიარქი სამშობლოში დღეს დაბრუნდება