აფხაზური დელეგაცია თურქეთის ქალაქებში შეხვედრებს მართავს…

a2აფხაზეთის დე-ფაქტო კულტურის მინისტრის ადგურ კოკობასა და საერთაშორისო ფონდ ,,აფსნის,, პრეზიდენტის სენერ გოგუას ხელმძღვანელობით თურქეთში მყოფმა აფხაზურმა დელეგაციამ, თურქულ ქალაქებში საქარიასა და ადაფაზარში შეხვედრები გამართა…

აფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზი სტუმრები საქარიას გუბერნატორ ჰუსეინ ავნი ჯოშს შეხვდნენ… შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა, დელეგაციის წევრებმა სამძიმარი გამოუცხადეს თურქ ოფიციალურ პირს თურქეთში მომხდარ ტერაქტებში დაღუპულთა გამო… შეხვედრის ფარგლებში  დელეგაციის ხელმძღვანელმა და გუბერნატორმა ერთმანეთში სამახსოვრო საჩუქრები გაცვალეს… დასასრულს კი კოკობამ საქარიას გუბერნატორი აფხაზეთში დაპატიჟა.

აფხაზური დელეგაციის წევრებმა აგრეთვე შეხვედრა გამართეს ადაფაზარში, სადაც ადგილობრივი აფხაზური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელ ორალ ბგანბას შეხვდნენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიდედაო ნონა ამხელს მოძღვრებს მონაზვნების გაუპატიურებაში
შემდეგი სტატია2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტიდან 14 წელი გავიდა