აფხაზი ჩინოვნიკის უპრეცედენტო განცხადება ქართული მხარის მოქმედებებზე

6a08e3cab37f89183ad4a8d852a0a373გუშინ 24 თებერვალს, აფხაზეთში გალის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თემურ ნადარაია, გალის რაიონის მოსახლეობას შეხვდა.

სოფლების გაგიდა და განახლების მაცხოვრებლებთან შეხვედრაზე, საუბრის ძირითადი თემა დროებითი ბინადრობის საკითხები გახლდათ. დე ფაქტო გამგებელმა მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია, აფხაზური დე ფაქტო მთავრობის მიერ ახლად მიღებულ კანონებთან და გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით.

“თქვენ გაქვთ უფლება და უნდა გქონდეთ იმის სურვილი, განწყობა, რომ იცხოვროთ უფრო უკეთეს პირობებში ვიდრე ამ დრომდე ცხოვრობდით.  ჩვენ მზად ვართ დაგიგოთ გზები, მოვაგვაროთ მიწის გადასახის საკითხები სადაც ვაპირებთ პოზიტიურ ცვლილებებს და რაც მთავარია აღმოვფხვრათ კრიმინალი.” განაცხადა გალის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თემურ ნადარაიამ.

მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, ნადარაიამ  დადებითად შეაფასა ქართული მხარის მიერ განხორციელებული სამედიცინო პროექტები და ის დახმარებები, რომელიც ამ სფეროში ქართველმა მედიკოსებმა განახორციელეს აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზეთის მაცხოვრებლების მიმართ. ნადარაიას არ აუკრძალია ქართულ სამედიცონო პროექტებში აფხაზეთის მაცხოვრებელთა ჩართვა.

აღსანიშნავია, რომ ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც არაღიარებული აფხაზური რესპუბლიკის ოფიციალურმა პირმა, ასე ღიად დააფიქსირა  ქართული მხარის მიერ გაწეული დახმარებისა და ოფიციალური პროექტების მხარდაჭერა.

banner
წინა სტატიაში„მისი პრეტენზიები არის სრულიად უსაფუძვლო და არასამართლიანი” – ვახტანგ ხმალაძე ქუცნაშვილზე
შემდეგი სტატიალარი მცირედით ისევ გაუფასურდა