აფხაზი პოლიტიკოსი ,,ტყის ძმების,, მეთაურ დათო შენგელიას გალში თხილის ბიზნესში ჩაბმაზე საუბრობს…

vardania-viacheslavაფხაზური მედია, აფხაზური დე-ფაქტო პარლამენტის ყოფილ დეპუტატზე – სლავიკ ვარდანიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ პარტიზანული დაჯგუფება ,,ტყის ძმების,, მეთაური დათო შენგელია აფხაზეთში თხილის ბიზნესის საკითხებთან დაკავშირებით იმყოფებოდა…
ყოფილმა დეპუტატმა გალის რაიონიდან, სლავიკ ვარდანიამ აფხაზური ოპოზიციური ბლოკის მიერ სოხუმში გამართულ მრგვალი მაგიდის შეხვედრაზე, რომელიც აფხაზეთის სოფლის მეურნეობის პრობლემებს ეხებოდა, დე-ფაქტო მინისტრებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების თანდასწრებით, თხილის გადასახადისა და ფასების თემაზე საუბრისას განაცხადა, რომ თხილზე შემოღებული გადასახადი არის ბარბაროსული მეთოდი საბუთების გარეშე დარჩენილ და ხმის უფლება ჩამორთნმეულ მოსახლეობის მიმართ, რომელთა ბიუჯეტიც თხილის მოსავალზეა დამოკიდებული. მისივე განცხადებით, თხილის ფასის ფორმირება ყოველთვის ინგურს გაღმიდან (ზუგდიდიდან რედ.) ფორმირდებოდა… 10-20 რუსული რუბლის სხვაობით…
,,ჩამოვიდა პრემიერმინისტრი რაიონში (იგულისხმება გალში რედ.) და ფასები მაშინათვე შეიცვალა… 2 დღე  გალში დათო შენგელია იმყოფებოდა, რომელსაც 15 შეიარაღებული პირი დაჰყვებოდა… ვის შეხვდა ის, ამას არ გეტყვით, მაგრამ ამის შემდეგ თხილის ფასი მკვეთრად დაეცა… თუ ის მანამდე 180 რუბლი იყო გალში და 210 ზუგდიდში, ამის შემდეგ 110-120 რუბლი გახდა. ამის მიზეზად მოსახლეობა მთავრობასთან დაკავშირებულ ვინმე ბიზნესმენს ასახელებს, რომელსაც სასწრაფოდ დასჭირდა თხილის გარკვეული რაოდენობის შესყიდვა… და ამბობენ, რომ 15 ოქტომბრის შემდეგ ფასი 350 რუბლამდე გაიზრდება. ეს ინფორმაცია ცნობილია როგორც ჩვენი ასევე რუსული სპეცსამსახურებისათვის,, აცხადებს სლავიკ ვარდანია, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ გალიდან სოხუმის მიმართულებით ყოველდღიურად 6 დან 10 თხილით დატვირთული ,,გაზელი,, გადის და მისთვის უცნობია სად ასაწყობებენ ამ თხილს…
,,ის რაც ხდება, გვიბიძგებს ვიფიქროთ, რომ მთავრობა კრიმინალთან არის კავშირში,, აცხადებს ,,ამცახარას,, წევრი ყოფილი დეპუტატი და ამჟამად ოპოზიციონერი ვიაჩესლავ ვარდანია.
www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე:”2006 წელს რუსეთმა საქართველოს ყველაზე ცივი ზამთარი მოუწყო”
შემდეგი სტატიაგაზპრომის ასე უხეშად შემოტანა ეს უკვე არის პოლიტიკური ხელაღებულობა