აფხაზი კარატისტები მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი დროშით მიდიან

скачанные файлыაფხაზური პრესის ცნობით, აფხაზმა კარატისტებმა სტამბულში მაისში გასამართი IJKA ვერსიის კარატეს მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობის საგზური მიიღეს.

აფხაზეთის ე.წ. კარატე-დოს ფედერაციის პრეზიდენტის ახრა აბუხბას განცხადებით, რუსეთის კარატენომიჩის ფედერაციის პრეზიდენტი ალექსანდრ ჩიჩვარინი მათ დაჰპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რათა სტამბულში აფხაზმა სპორტსმენებმა საკუთარი დროშის ქვეშ იასპარეზონ.

აბუხბას განცხადებით, აფხაზი კარატისტები მიწვეული არიან აგრეთვე იაპონიასა და საპოროში, სხვადასხვა ვერსიით გასამართ მსოფლიო ჩემპიონატებზე.

banner
წინა სტატიაშიერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.2242 ლარი გახდა
შემდეგი სტატია„ნატო-ს შიგნით აუცილებელი პროცედურების დასრულებისთანავე მე ჩემი მოვალეობების შესრულებას შევუდგები“