ე.წ აფხაზი დეპუტატი რუსულ დახმარებას დამამცირებელს უწოდებს

ე.წ აფხაზი დეპუტატი რუსულ დახმარებას დამამცირებელს უწოდებს

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, ფინანსური და საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა ბესლან ცვინარიამ, კოლეგებთან გააჟღერა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთმა უარი უნდა თქვას რუსულ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც მისივე განცხადებით, ისედაც არ მოდის რუსეთიდან.
ცვინარიას აზრით,  ნარკომანივით რუსულ ფინანსურ ,,ნემსებზე დამჯდარ,, აფხაზეთს, რუსეთისათვის ფულის თხოვნით დამცირებასა და ტვირთად ყოფნას, ურჩევნია საკუთარ თავში გამონახოს ძალები ბიუჯეტის შესავსებად. რუსეთს ახლა სანქციებისა და ყირიმის მიერთების გამო ისედაც უჭირს, აცხადებს ცვინარია.
,,რუსეთი შეგვპირდა ფინასურ დახმარებას, თუმცა ნახევარი წელია ამ დახმარებას არ გვაწვდის. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საშიში არაფერი მომხდარა, არ მომკვდარვართ. თუ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ხვეწნას და თხოვნას, თავის დამცირებას, ხვალ ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ ნორმალური საქმიანი ურთიერთობის დამყარებას. კომერციული თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთთან სულ მცირე თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ… დღეს კი მათხოვრის როლში ვართ,, აცხადებს ცვინარია, რომელიც აფხაზებს ბიუჯეტის შესავსებად საკუტარი რეზერვების მოძიებას სთავაზობს და ფიქრობს, რომ მსგავსი მიდგომა აფხაზეთს მისცემს უფლებას, რომ მის ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზებისათვის არენდის თანხა მოითხოვოს, ისე როგორც ამას ყაზახეთი ბაიკანურზე აკეთებს.
რუსული დახმარების არ მიღება აფხაზების ბიუჯეტს იმდენად დაეტყო, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ 19 ივნისს გაცემული ბრძანებულებით, ყველა სახელმწიფო დაწესებულებაში შტატების 15%-თ შემცირება გამოაცხადა, რითაც 700 საბიუჯეტო ორგანიზაციის თანამშრომელი უსამსახუროდ დატოვა.

banner
წინა სტატიაში4 წლის ბავშვი მეცხრე სართულიდან გადმოვარდა
შემდეგი სტატიაუკრაინელმა დეპუტატმა სააკაშვილს ქართველ ბავშვებზე ზრუნვა დაუწუნა