აფხაზეთში რუს ტურისტებს უმოწყალოდ ძარცვავენ (+VIDEO)

როგორც აფხაზური და რუსული მედიის ინფორმაციებიდან და აფხაზეთის ე.წ. შსს-ს კრიმინალური ქრონიკიდან ჩანს, გახურებული ტურისტული სეზონის დროს ჩასულ რუს ტურისტებს აფხაზეთში უმოწყალოდ ძარცვავენ…

,,აფხაზეთში აწი ფეხს არ შევადგამ,, ,,აფხაზეთი ზღაპარია ცუდი დასასარულით,, ,,აწი აქ არასდროს ჩამოვალ,, ასეთი კომენტარებით არის აჭრელებული რუსული სოციალური ქსელები იმ რუსი ტურისტებისაგან, ვინც აფხაზეთში დასვენება და შვებულების გატარება გადაწყვიტა. საქმე კი იმაში გახლავთ, რომ აფხაზეთში, ჩასულ ტურისტებს ყოველდღიურად ძარცვავენ და ამის აღკვეთას აფხაზი ე.წ. სამართალდამცავები ,,ვერ,, ან ,,არ,, ახერხებენ….

აფხაზური ე.წ. შსს-ს ოფიციალური ცნობით, მხოლოდ 4 დან 8 ივლისის ჩათვლით. სამინისტროში შესულია 18 საჩივარი, რუსეთის მოქალაქეების აფხაზეთის ტერიტორიაზე გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით…

რუსული მედიის ცნობით, სოხუმში ჩასულმა რუსეთის მოქალაქემ, ვინმე კურიანინმა, რომელმაც სახლი იქირავა ზღვაზე დასასვენებლად, გაქურდეს. ზღვაზე წასულმა ტურისტმა სახლში დატოვა ფული და პირადი ნივთები. ადგილობრივი სანახაობების დათვალიერების შემდეგ სახლში დაბრუნებულ კურიანინს არც ერთი ნივთი არ დახვდა ოთახში. მისი თქმით წაღებულია 20 ათასი რუსული რუბლი,  კომპიუტერი და სხვა ნივთები. მამაკაცმა გაქურდვის შესახებ რა თქმა უნდა ადგილობრივ პოლიციაში განაცხადა, თუმცა მისი ნივთები არ უპოვნიათ და ქურდები არ დაუკავებიათ აფხაზური პოლიცია კი აცხადებს, რომ ტურისტები დაუდევრად იქცევიან და არ უფრთხილდებიან თავიანთ ქონებას.

გაქურდვისა და აფხაზების მხრიდან უტიფარი მოპყრობის შესახებ საუბრობს კიდევ ერთი რუსი ტურისტი, მოსკოველი ბლოგერი ვლადიმერ მაკსუნოვი… რომელმაც ჩამოსვლიდან პირველივე დღეს, სოციალურ ქსელში დატოვა შეტყობინება, რომა ,,ფხაზეთი არაა მზად ტურისტების მისაღებად,,… აფხაზურ ტელევიზიასთან საუბრისას კი განაცხადა, რომ მან მანქანა სპეციალურად ადმინისტრაციული შენობის წინ დააეყენა, რათა იქ დაყენებულ კამერების იმედად ყოფილიყო, თუმცა მისი მანქანა მაინც გაქურდეს… მაკსუნოვმა ასევე აღნიშნა, რომ აფხაზების მხრიდან მისი და თანხმლები პირების მიმართ უტიფარ და დამოკიდებულებასაც ჰქონდა ადგილი.

ზოგადად კი რუსი ტურისტები უჩივიან  აფხაზეთში მცხოვრებთა უზრდელობას, დაბალი დონის სტუმართმოყვარეობას და მომსახურეობას… ისინი ხაზს უსვამენ მაღალ დონეს მხოლოდ დანაშაულისა, აცხადებს აფხაზური ტელევიზია.

/იხილეთ ვიდეო/

banner
წინა სტატიაშიალა პუგაჩოვას ეროტიული ცეკვა თამრიკო გვერდწითელის სიმღერაზე (VIDEO)
შემდეგი სტატიანიკა მაჭუტაძე– ოკუპაცია, რომელიც ითვისებს, იჩემებს, საკუთარ ველურ და ყოვლისმომნელებელ სტომაქში ათავსებს, ამუშავებს, ნარჩენებად აქცევს, ინელებს საქართველოს