აფხაზეთში რუსი ტურისტების მასიური გაქურდვა+ვიდეო

აფხაზეთში რუსი ტურისტების მასიური გაქურდვა

აფხაზური კურორტები დღითიდღე საშიში ხდება რუსი ტურისტებისთვის – ამის შესახებ რუსული მედია წერს და მაგალითისთვის რამდენიმე დღის წინ მომხდარი ყაჩაღობა მოჰყავს, როცა ტურისტი, რომლის მანქანის ნაწილები მოიპარეს და მანქანის შუშა გატეხეს, ცდილობდა ქურდების დაჭერას, შედეგად კი ის მძიმედ დაჭრეს. ინციდენტი სოხუმში ერთ-ერთ ქუჩაზე მოხდა.
როგორც ადგილობრივები ამბობენ, პირდაპირი ძალადობა ძალიან იშვიათია აფხაზეთში, თუმცა ქურდობა – ძალიან ხშირი. ამის მაჩვენებელია პოლიციაში დაფიქსირებული მონაცემებიც, როცა უკანასკნელი დღე–ღამის განმავლობაში 3-დან 5 ქურდობამდე დარეგისტრირდა – წერს რუსული გამოცემა.
მოსკოველი ივან მიხაილოვიჩი ყვება, რომ მიუხედავად მისი სოხუმელი მეგობრების გაფრთხილებისა და “აბორიგენებთან” პირადი ნაცნობობისა, ის მაინც გახდა ქურდობის მსხვერპლი: სოხუმში სტუმრობის მესამე დღეს მის მანქანას შუშა ჩაუმსხვრიეს და საფულე და სხვა ნივთები მოპარეს.

მოსკოველი ალექსანდრ გაიდუკოვის თქმით, მას ჩასვლის პირველივე დღეს მოპარეს აიფონი “ისიც არ ვიცი, როგორ. იყო და აღარ იყო” – ამბობს დაზარალებული.
როგორც აფხაზეთში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, ქურდობების გახშირებული შემთხვევები დაკავშირებულია უმუშევრობის მაღალ მაჩვენებელთან. ქურდობის მსხვერპლი არიან არა მხოლოდ ტურისტები, არამედ ადგილობრივებიც.
სოხუმის მილიციის განცხადებით, სეზონის დასაწყისიდან დღემდე 27 ქურდობის შემთხვევაა დარეგისტრირებული, თუმცა ეს მაჩვენებელი სინამდვილეს არ შეესაბამება – ძალიან ბევრი დაზარალებული განცხადებას არ აკეთებს პოლიციაში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დებულებას დღეს დაამტკიცებენ
შემდეგი სტატიაისლამურ სახელმწიფოში 2000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე იბრძვის