აფხაზეთში გასამართლებულ პირებს რუსეთი აფხაზებს გადასცემს

საკადრო ცვლილებები აფხაზურ ხელისუფლებაში28 მაისს, პეტერბურგის მეხუთე საერთაშორისო იურიდიული ფორუმის ფარგლებში, რუსეთის იუსტიციის მინისტრმა ალექსანდრე კოლოვანოვმა და აფხაზეთის დე-ფაქტო გენერალურმა პროკურორმა ალექსანდრე ლომიამ ხელი მოაწერეს ორ ხელშეკრულებას…

1. ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკას შორის სისხლის სამართლის საქმეებში სამართლებრივი ურთიერთდახმარების შესახებ.
2. ხელშეკრულება რუსეთის ფედერაციასა და ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკას შორის, თავისუფლების შესღუდვით გასამართლებული პირების სასჯელის მოსახდელად გადაცემის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მეორე ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც გასამართლებული პირების გამსამართლებელი ქვეყნისთვის სასჯელის მოსახდელად გადაცემას ეხება, აფხაზეთის თვითგამოცხადებული ხელისუფლების მიერ გასამართლებული ყველა პირი, თუ ის დაკავებული არ არის აფხაზეთში, მოქალაქეობის მიუხედავად, რუსეთში ავტომატურად ხვდება ძებნაში და ეს ქვეყანა ვალდებულებას იღებს დააკავოს და გადასცეს აფხაზებს… ანალოგიური ვალდებულება აქვთ აფხაზებს რუსების მიმართ.

banner
წინა სტატიაშიმე დავბრუნდები საქართველოში მალე!
შემდეგი სტატიამკვლელობა პრაღაში, რომელმაც კანარისი იხსნა