,,აფხაზეთობა,, ენგურის ხიდთან (+ფოტო)

10429370_1599045990380402_5868519797826075056_nუწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ინიციატივითა და ლოცვა-კურთხევით, 23 მაისი „აფხაზეთობის“ დღედ დადგინდა.
11247080_1599046077047060_1772401605286995924_nპატრიარქის მიერ გამოცხადებული ,,აფხაზეთობა,, დღეს ენგურის ხიდთანაც აღნიშნეს… აქცია, რომელშიც როგორც აფხაზეთის ლეგიტიმური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საზოგადოებისა ახალგაზრდობის წარმომადგენლებთან ერთად იღებენ მონაწილეობას, ენგურის ხიდთან ამ წუთებშიც მიმდინარეობს..
11329739_1599045967047071_3719668461540705573_nაქცის მონაწილეებმა სიყვარულისა და მშვიდობის სიმბოლოდ, ცაში ფრანები და მტრედები გაუშვეს… მოზარდებმა კი – ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.
აქციის მსვლელობის დროს, აფხაზეთის მხრიდან ხიდზე გადმოსულმა ცოლ-ქმარმა, რომლებიც ზუგდიდისკენ მიემართებოდნენ, აფხაზეთში დაკრეფილი ყვებილები აჩუქა აქციის მონაწილეებს და უსურვა მათ რომ მოკლე ხანებში ერთად დაეკრიფათ ყვავილები აფხაზეთის ტერიტორიაზე.
,,აფხაზეთობისადმი,, მიძღვნილი ღონისძიებები, გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში მთელი დღის მანძილზე გასტანს.

11329991_1599046097047058_3760486256871657090_n
TIMER-AA

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი – რიგის სამიტზე ჩვენ მივიღეთ მაქსიმუმი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ვიდრე ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება, ქართველი კაცი ბედნიერი ვერ იქნება