აფხაზეთი და ვენესუელა უვიზო მიმოსვლის შესახებ თანხმდებიან…

khajinba-paredesაფხაზური მედიისათვის მიცემულ ინტერვიუში, აფხაზეთის დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ დაადასტურა, რომ მიმდინარეობს ვენესუელასა და აფხაზეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ ხელშეკრულების მომზდება, რომელსაც უმოკლეს დროში მოეწერება ხელი.

ჩირიკბას ამ განცხადებას, აფხაზური მედიის ცნობით, წინ უძღოდა ვენესუელის ე.წ. ახალი ელჩის შეხვედრა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბასთან, რომლის დროსაც ვენესუელის ე.წ. ელჩმა ვისენტე პარედეს ტორეალბამ რაულ ხაჯინბას რწმუნებათა სიგელები გადასცა…

ტორეალბას განცხადებით ვენესუელა, რომელმაც 2009 წელს აღიარა აფხაზეთის დამოუკიდებლობა, აპირებს, რომ აფხაზეთთან პოლიტიკური ურთიერთობის გარდა სავაჭრო-ეკონომიკურ და ტურიზმის სფეროში ურთიერთობებიც გააღრმავოს…

აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში ვენესუელის ელჩად გამწესებული ვისენტე პარადეს ტორეალბა, იმავდროულად ელჩის რწმუნებებს ასრულებს რუსეთის ფედერაციასა და ბელორუსიის რესპუბლიკაში.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიობამას ცეკვა ალიასკურ მოტივებზე… (VIDEO)
შემდეგი სტატიაპარლამენტმა 81 ხმით პრეზიდენტის ვეტო დაძლია