აფხაზეთი: ბანაკი “გამოხატვის და უსაფრთხოების ანბანი – 2015”

აფხაზეთი: ბანაკი

lageriiiiთვითაღიარებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ახალგაზრდა სპორტსმენები აფხაზეთში სპორტულ-სამხედრო ბანაკში “გამოხატვის და უსაფრთხოების ანბანი – 2015” მიიღებენ მონაწილეობას.
“ისინი ორი კვირის მანძილზე ინსტრუქტორებთან, ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებთან ერთად ფეხბურთში, ბრძოლებში, ბოქსში მიიღებენ მონაწილეობას. ისინი ყოველწლიურად გაივლიან სამხედრო-სპორტულ მომზადებას, იცურავებენ და დაისვენებენ” – ამბობს ბანაკის ერთ-ერთი ორგანიზატორი, რუსული ფონდის “ჩვენი სახლი” თავმჯდომარე არტიომ არტიომოვი.

აფხაზეთის მდიდარი სოფლის მეურნეობის მქონე რაიონები ახალგახრდა სპორტსმენებს მხარდაჭერას უცხადებენ და პირდებიან, რომ ხილს და ბოსტნეულს რეგულარულად მიაწვდიან ბანაკს.
სპორტულ სამხედრო-პატრიოტული ბანაკი “გამოხატვის და უსაფრთხოების ანბანი – 2015” 11-დან 25 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის სოფლებში სკოლები დაიხურება
შემდეგი სტატიაიუსტიციის უმაღლესი საბჭო “რუსთავი 2”- ის სასამართლო დავასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს