აფხაზეთის რუსები რუსულ პენსიას მიიღებენ

აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთს შორის საპენსიო შეთანხმება რუსი ეროვნების პენსიონერებზე ვრცელდება, რომლებიც აფხაზეთში არიან რეგისტრირებულები.
დაახლოებით 32 ათასი პენსიონერი, რომელთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი აფხაზეთია, რუსულ პენსიას მიიღებენ, განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო სახელმწიფოს შრომის, დასაქმებისა და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრმა სურენ კერსელიანმა.
„ველოდებით, რომ კომისია შეიქმნება, რომლის შეხვედრა, სავარაუდოდ 17 აპრილს სოხუმში გაიმართება და სადაც ხელი მოეწერება შეთანხმებას, რომელიც რატიფიცირების შემდეგ ძალაში შევა“ – თქვა კერსელიანმა.
მან აღნიშნა, რომ საპენსიო შეთანხმების რატიფიცირების თარიღის მიუხედავად, გადაანგარიშება 2015 წლის 1 იანვრიდან მოხდება.
დე-ფაქტო მინისტრის სიტყვებით, მოსალოდნელია საპენსიო უზრუნველყოფა 32 ათას რუს პენსიონერს შეეხოს.

banner
წინა სტატიაშიაბულაძის პირადი საქმე – რატომ დატოვა დროზე ადრე ციხე პოლიციელების მკვლელობაში ბრალდებულმა
შემდეგი სტატიადეპუტატმა ლიაშკოს პარტიიდან კოლეგას თავში ბოთლი ჩაარტყა