აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებული თვითმფრინავის კიდევ 5 მგზავრის იდენტიფიცირება მოხდა

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში აფეთქებული თვითმფრინავის კიდევ 5 მგზავრის იდენტიფიცირება მოხდა. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან ერთად ნეშტების იდენტიფიკაციაზე უცხოელი ექსპერტებიც მუშაობდნენ.

დევნილთა სამინისტროს განმარტებით წითელ ჯვართან ერთად გრძელდება მუშაობა სოხუმთან სხვა საფლავების ეგზგუმაციაზეც. 2 თვის წინ საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით უკვე მოხდა 4 ნეშტის იდენტიფიცირება.

ერთობლივი მუშაობის განმავლობაში დაგეგმილია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებული საფლავების გახსნაც.

„პროცესი არ დასრულებულა, გრძელდება და უახლოეს პერიოდში ველოდებით კიდევ 7 გმირის მონაცემებს, პარალელურად გრძელდება მუშაობა აფხაზეთის მხარესთან, როგორც იმ ქართველების გადმოსვენებაზე ისე საქართველოს ტერიტორიაზე სამარხების გახსნაზეც.“ – განაცხადა მინისტრმა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიდოლარის ოფიციალური კურსი 2.19 ლარი გახდა
შემდეგი სტატიასირიაში გარდაცვლილი ქართველის მშობლებმა მათი შვილის სირიაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელით შეიტყვეს