აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტები

ე.წ. აფხაზეთის საზღვრის დაცვის სამმართველო რუსეთის ფედერაციის ფედერალურ სამსახურთან ერთად მოქალაქეებს, რომლებმაც აფხაზეთის ტერიტორია უნდა გადალახონ, დუკუმენტების შესახებ აფრთხილებენ:

“ზაფხულის პერიოდში იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც აფხაზეთ-საქართველოს საზღვარს კვეთენ სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით და მის გარეშე. მიმდინარე წლიდან აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარიდან შესაბამისი დოკუმენტების არ ქონის გამო 550 -ზე მეტი ადამიანია უკან მიბრუნებული.
დარღვევების თავიდან აცილების მიზნით, საზღვრის გადალახვისას აფხაზეთის და რუსეთის სასაზღვრო სამმართველო გაწვდით ინფორმაციას:
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისას პირებისთვის, სატრანსპორტო საშუალებებისთვის, ნივთების და ცხოველებისთვის საჭირო დოკუმენტების ჩამონათვალი “.
გადაადგილების საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის, ნივთების და ცხოველების მართებულობა აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მაკონტროლებელი ორგანოს კომპეტენციაა (სასაზღვრო, ტვირთის ფინანსური გაფორმება, ნივთების და ცხოველების).

აფხაზეთ-საქართველოს საზღვრის გადასაკვეთად საჭირო დოკუმენტების სია:

1. აფხაზეთის რესპუბლიკის საერთო შიდა პასპორტი.
2. აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქის პასპორტი, პიროვნების დამადასტურებელი მოწმობა აფხაზეთის რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ,
3. საბჭოთა კავშირის მოქალაქის პასპორტი 1992 წლამდე გაცემული ჩაწერით გალის რაიონში და მოქმედი 2015 წლის 31 დეკემბრამდე,
4.პასპორტის შემცვლელი დოკუმენტი (ფორმა N 9), გაცემული აფხაზეთის შს სამინისტროს მიერ (2015 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედი)
5. 14 წლამდე პირებისთვის დაბადების მოწმობა, სადაც მითითებულია აფხაზეთის რესპუბლიკის კუთვნილობა,
6. უცხო ქვეყნის მოქალაქის პასპორტი, უცხო ქვეყნის მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი საბუთი საკუთარი ქვეყნის გარეთ.
7. დაბადების მოწმობა (14 წლამდე ბავშვებისთვის) უცხო ქვეყნის კუთვნილების მითითებით.
8. აფხაზეთის ტერიროტიაზე მცხოვრები მოქალაქის სტატუსის გარეშე მყოფი პირების ცხოვრების უფლების დამადასტურებელი საბუთი.

დოკუმენტები, რომელსაც აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო სამსახური გასცემს იმისათვის, რომ პირმა საქართველოდან აფხაზეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე შესვლის უფლება მოიპოვოს (მოქალაქის იდენთიფიცირებისთვის საჭირო დოკუმენტები):

1. ნებართვა უცხო ქვეყნის მოქალაქეების აფხაზეთის ტერიროტიაზე შესასვლელად (უცხო ქვეყნის მოქალაქის საზღვარგარეთი სპასპორტის წარდგენა. ეკუთვნის ზემოთაღნიშნულ მე-6 და მე-7 პუნქტებს)
2. აფხაზეთის რესპუბლიკის ვიზა, გაცემული როგორც ნაციონალური პასპორტის ჩანართი უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის (ეკუთვნის ზემოთაღნიშნულ მე-6 და მე-7 პუნქტებს).
3. საზღვრის მრავალჯერ გადაკვეთის ნებართვა, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული (ეკუთვნის ზემოთაღნიშნულ მე-6 პუნქტს)”
– ინფრმაციას ამის შესახებ ავრცელებენ რუსეთის და აფხაზეთის ე.წ. სასაზღვრო სამსახურის პრეს-სამსახური.

banner
წინა სტატიაშინინია კაკაბაძე: საგანგებო მდომარეობა ოფიციალურად უნდა იყოს გამოცხადებული
შემდეგი სტატია“მთელი საქართველო მოვატყუე”-ზოოპარკის დირექტორის მეგობრის სკანდალური წერილი-