აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი შექმნა

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებს

ხაჯინბა ქართველთა ბინებს თავის ხალხს ურიგებსაფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ რუსეთთან საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნას მოაწერა ხელი –  ამის შესახებ განცხადება  დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ გააკეთა.

“საკმარისია ამ თემით სპეკულირება, შეთანხმება შედგება იმის მიუხედავად, ეს ვინმეს მოსწონს თუ არა. ეს ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის შესაძლებლობაა. შეთანხმების პროექტი შესაძლებლობის ფარგლებში უკვე შევცვალეთ და შესაცვლელი არაფერია. იმათ, ვისაც ეს არ მოსწონს, შეუძლიათ ამაზე ისაუბრონ, მაგრამ პროექტი ყველამ ერთად უნდა განვახორციელოთ” – აღნიშნა ხაჯიმბამ.
საინფორმაციო-საკოორდინაციო საბჭოს, რომელიც რუსეთის შსს-სა და აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის შსს-ს თანამშრომლობით შეიქმნება, შტაბ-ბინა სოხუმში ექნება.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიIDFI: საქართველოში ინტერნეტიზაციის პროექტის განხორციელების კუთხით გარკვეული ხარვეზებია
შემდეგი სტატიამრგვალ ბაღთან აქცია – “არა ჩადებას” იმართება