აფხაზეთიდან სოჭში ნარკოტიკების შეტანის მცდელობის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს

მძღოლის გარდა მანქანაში იმოყფებოდა ორი მგზავრი .

აფხაზეთიდან სოჭში ნარკოტიკების შეტანის მცდელობის ფაქტზე რამდენიმე მოქალაქე დააკავეს.

ადლერის ოპერატიული სამსახურის თანამშრომლებმა “Kia Optima”-ს მარკის ავტომობილს მიაქციეს ყურადღება. სამართალდამცავებმა ნარკოტიკი მანქანის დათვალიერებისას აღმოაჩინეს, რომელიც აკუმულატორის დასატენ მოწყობილობაში იყო დამალული. მძღოლის გარდა მანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა .ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ნარკოტიკი ჰეროინი იყო და მისი ოდენობა 1, 02 გრამს შეადგენდა. აღნიშნულ ფაქტზე სოჭის პოლიციამ სისხლის სამართლი საქმე აღძრა.

banner
წინა სტატიაშიარ ვნანობ იმას, რომ რუსეთი და ყველა მისი მომხრე სარწმუნოების, ეროვნების, ადამიანების, ღირსების, თავისუფლების მტერი მგონია–მამა პეტრე
შემდეგი სტატიაავღანეთში ქალი ქვებით ჩაქოლეს