,,აფხაზეთთან და ს. ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს,,

,,დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს,, ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რუსულ გამოცემა ,,ვესტნიკ კავკაზასთან,, ინტერვიუში აცხადებს, რომ ,,საქართველომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ძალის გამოუყენებლობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოაწეროს,,

,,მე თავიდანვე ვაცხადებდი, რომ ამ ხელშეკრულებას ხელი უნდა მოეწეროს… მაშინაც კი, როცა ხელისუფლებაში ვიყავი. სააკაშვილსაც სულ იმას ვარწმუნებდი, რომ ამ ხელშეკრულების  ხელმოწერა იყო საჭირო. რა თქმა უნდა იქ ზუსტი ფორმულირებაა საჭირო… მოსაძებნია კონკრეტული, საქართველოსთვის მისაღები ფორმულირებები… ამ საკითხის წინ წაწევაა საჭირო, მაგრამ ბრმად შეთანხმება საჭირო არაა. ერთი სიტყვით ასეთი ხელშეკრულება საჭიროა და ამაზე საუბარი არა მხოლოდ ჟენევის ფორმატით… და მითუმეტეს არა აბაშიძე-კარასინის ფორმატით, არამედ უმაღლეს დონეზეა საჭირო. თუ უმაღლეს დონეზე შეთანხმება იქნება მიღწეული, მაშინ გარკვეული თვალსაზრისით ისეთი კომპრომისის მოძებნაც გახდება შესაძლებელი, რომელიც საქართველოსთვისაც და სხვა მხარეებისთვისაც მომგებიანი იქნება,, აცხადებს ნინო ბურჯანაძე.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკადიროვმა მექასთან მომხდარ ტრაგედიას ,,ალაჰის საჩუქარი,, უწოდა…
შემდეგი სტატიახატია ბუნიათიშვილმა ოდესაში დაუკრა… (+ფოტო)