აფხაზებს ბუნებრივი რესურსები ყირიმში გააქვთ

1013685561აფხაზური მედიის ცნობით, უკვე დასრულების სტადიაშია მოლაპარაკება აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებასა და რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის რესპუბლიკის დე-ფაქტო ხელისუფლებას შორის, რომლის მიხედვითაც აფხაზებმა ინერტული მასალები ყირიმში უნდა გაიტანონ… ამის შესახებ აფხაზურ მედიასთან დე-ფაქტო ხელისუფლების ეკონომიკის სამინისტროს ლიცენზირების სამმართველოს ხელმძღვანელმა იზეტ ხიბბამ განაცხადა.

ხიბბას განცხადებით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერი არტურ მიქვაბია, მოსკოვში სამუშაო ვიზიტად ყოფნის დროს ყირიმის რესპუბლიკის დე-ფაქტო ლიდერს სერგეი აკსენოვს შეხვდა, სადაც მიღწეული იქნა კონკრეტული შეთანხმებები.

,,ახლა ყირიმის მხრიდან ჩვენ ველოდებით ტექნიკურ დავალებას, სადაც გაწერილი იქნება მასალის მოცულობა და ხარისხის მაჩვენებლები და ამ ტექ-დავალების საფუძველზე ჩვენ მოვამზადებთ ჩვენს წინადადებას,, განაცხადა ხიბბამ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაში2012 წლის გამო LGBT -მ 32000 ევრო მიიღო… რა იქნება 2015 წელს?
შემდეგი სტატია34 წლის წინ თბილისის დინამომ ევროპის თასი აიღო (+VIDEO)