აფხაზებს ახალი სარდალი ჰყავთ – რუსი გენერალი ხრულოვი

დღეს 18 მაისს, აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ვლადიმერ ანუამ, დე-ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯინბას ახალი გენერალური შტაბის უფროსი წარუდგინა… ის რუსი გენერალი ანატოლი ხრულოვი გახლავთ, რომელიც 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომში მონაწილე ქართველთათვის ავადსახსენებელ  რუსულ 58-ე არმიას სარდლობდა.

,,ჩვენი არმია დიდი არ არის. თუმცა ომის დროს, როცა ის ყალიბდებოდა, მან აჩვენა რომ ბრძოლისუნარიანია. დღეს სხვა დროა და ახლა ჩვენს წინაშე სხვა ამოცანები დგას, მათ შორის რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა. იმედს ვამყარებთ თქვენს ცოდნასა და გამოცდილებაზე ,,განუცხადა რაულ ხაჯინბამ ანატოლი ხრულოვს.

ხრულოვმა თავის მხივ გამოთქვა მზადყოფნა, რომ დაუყოვნებლივ შეუდგეს მუშაობას  პრეზიდენტ ხაჯინბას მიერ დასახული ამოცანების შესასრულებლად, აცხადებს აფხაზური მედია.

TIMER-AA

banner
წინა სტატიაშითბილისში წყლის ტარიფი არ შეიცვლება
შემდეგი სტატიადუმა ნემცოვის მკვლელობის გამოძიებაზე უარს ამბობს