აფხაზებმა წელს ე.წ. საზღვარზე 550 მოქალაქე არ გაატარეს

აფხაზეთში დისლოცირებული რუსული ,,ფე-ეს-ბეს,, სასაზღვრო სამმართველოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს მხრიდან ე.წ. საზღვარზე 550 ადამიანი, შესაბამი დოკუმენტაციის არ ქონის გამო არ იქნა შეშვებული…

,,ზაფხულის პერიოდში იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებიც საქართველოს მხრიდან საზღვრის გადმოკვეთას ცდილობან კანონით გაუთვალისწინებელ პუნქტებში, ან ცდილობენ გადმოკვეთონ საზღვარი შესაბამისი დოკუმენტაციის გარეშე,, ნათქვამია რუსული ,,ფე-ეს-ბეს,, პრეს რელიზში.

,,საფუძველი საზღვარზე გადასვლისა, ადამიანების, ტრანსპორტის, ტვირთისა და ცხოველების, არის აფხაზეთის საქართველოსთან საზღვრის გადმოკვეთის კანონით გათვალისწინებული დოკუმენტების ქონა,, ნათქვამია პრეს-რელიზში, სადაც აღნიშნულია, რომ წესებსა და კანონებს აფხაზეთის საზღვარზე გადასვლისა, ადგენს აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის კომპეტენტური ორგანოები.

banner
წინა სტატიაშიდღეს შენიშნეს შავი ღრუბელი და გამოაცხადეს ევაკუაცია 3 ივნისს?
შემდეგი სტატიათბილისის ყოფილი არქიტექტორი ტერიტორიის დაცლას ითხოვს