აფხაზებმა იტალიაში ,,ევროპა-აფხაზეთის,, ასოციაცია დააფუძნეს…

abx-italაფხაზური მედიით გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, აფხაზურმა დელეგაციამ იტალიაში ვიზიტი დაასრულა…

იტალიური ტურნეს ბოლო დღეს, 16 სექტემბერს, აფხაზეთის დელეგაციამ ქალაქ ალტამურაში, იტალია-აფხაზეთის ურთოერთობებთან დაკავშირებული ასოციაციის ,,ევროპა-აფხაზეთის,, დამფუძნებელი საბჭოს მუშაობაში მიიღო მონაწილეობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ორგანიზაციის დამფუძნებელთა შორის, აფხაზური დელეგაციიდან მონაწილეობდნენ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი კან ტანია და ამავე სამინისტროს საინფორმაციო განყოფილების უფროსი თენგიზ აგრბა.

იმავე დღეს, აფხაზეთის დელეგაცია იტალიურ ქალაქ მატერაში ჩავიდა, სადაც აფხაზეთისა და ამ ქალაქის სავაჭრო-სამრეწველო პალატებს შორის გაფორმებული ხელშეკრულების განხორციელების გეგმებთან დაკავშირებით, დელეგაციის წევრები მატერას სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტს ანჯელო ტორტორელის შეხვდნენ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიგერმანელმა ექიმებმა ქართველი სიამის ტყუპები წარმატებით განაცალკავეს…
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა კვლავ მატროსოვის ციხეში იმყოფება