აფხაზები შერეულ საარჩევნო სისტემაზე გადადიან

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკაში საკონსტიტუციო ცვლილებები იგეგმება…

სამუშაო ჯგუფმა ვალერი აგრბას ხელმძღვანელობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას საკონსტუციო კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომელსაც ,,აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტში წევრთა რაოდენობრივი ცვლილების,, კანონპროექტი ჰქვია.

აღნიშნული ცვლილება აფხაზეთის ე.წ. კონსტიტუციაში, მიზნად ისახავს დე-ფაქტო პარლამენტის წევრთა რიცხვის გაზრდას, რაც დე-ფაქტო ხელისუფლებას საშუალებას მისცემს ადრე არსებული საარჩევნო პროპორციული სისტემიდან შერეულ სისტემაზე გადავიდეს და დე-ფაქტო პარლამენტში პარტიული ნიშნით შერჩეული წარმომადგენლების გარდა რეგიონალური (მაჟორიტარული) წარმომადგენლობაც ჰყავდეს, აცხადებენ სამუსაო ჯგუფის წევრები.

აფხაზური მედიის ცნობით, წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი, უახლოეს ხანში აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტს გადაეგზავნება განსახილველად.

 

banner
წინა სტატიაშიხვალ ინგა გრიგოლიას ,,რეაქცია,, ეთერში არ გავა
შემდეგი სტატიააფხაზები სახელმწიფო მოსასმსახურეებს ნარკოტიკებზე შეამოწმებენ