აფხაზები ღომს, ვაკუუმის გრძელვადიან პაკეტებში გამოუშვებენ…

აფხაზები ღომს, ვაკუუმის გრძელვადიან პაკეტებში გამოუშვებენ..

აფხაზები ღომს, ვაკუუმის გრძელვადიან პაკეტებში გამოუშვებენ..ოჩამჩირის კომბინირებული საკვების ქარხნის დირექტორმა ბორის კორტავამ, სრულიად სერიოზულად შესთავაზა აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯინბას, რომ მხარი დაუჭიროს ღომის, გრძელვადიანი შენახვის ვაკუუმის პაკეტებში წარმოების იდეას.

როგორც აფხაზური მედია იუწყება, კორტავამ ოჩამჩირეში მყოფ ხაჯინბას აუხსნა, რომ ამ მხრივ გარკვეულ გამოკვლევები უკვე ჩაატარა მისმა ქარხანამ…

,,ბევრი ადამიანი ახლა არც ისე ხშირად აკეთებენ ღომს… თუმცა ის პურზე გაცილებით სასარგებლოა… ჩვენი პროდუქტი კი, საკმარისი იქნება ჩადო მიკროტალღურ ღუმელში და გააცხელო,, აცხადებს კორტავა.

კორტავას განცხადებით, მათ უკვე გამოუშვეს საცდელი ეგზემპლარები ღომისა ვაკუუმის პაკეტებში და ამ ეგზემპლარებმა ოთახის ტეპერატურაზე ერთი კვირის მანძილზე შენარჩუნა სასარგებლო თვისებები, ხოლო მაცივარში ერთი თვე გაძლო… მისივე განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა შენახვის ვადის გახანგრძლივებაზე…

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიის, რაც რუსთვი2-სა და იმედში ხდება, არის ერთიანი ჩანაფიქრის ჯაჭვი – უნდათ, სტერილური გახადონ მედიასივრცე კრიტიკისგან
შემდეგი სტატიათქვენ ემსახურებით ნაციონალური მოძრაობის ინტერესებს