აფხაზები თხილის გატანაზე გადასახადს აწესებენ…

მათი განცხადებით დაფიქსირდა ფოტოს გადაღებაც იმ მოტივით რომ საგადასახადოში გიჩვლებთო თუ მათ მიერ შემოთავაზებულ ქარხანაში არ ჩააბარებთ თხილსო.

abxaz-fundukაფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების გალის რაიონული ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ დე-ფაქტო პრემიერმინისტრ არტურ მიქვაბიას მიმართეს, რათა  მან და აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობამ თხილის გატანაზე გადასახადი დააწესოს…

ე.წ. გალის რაიონული დეპუტატების სათათბიროს სახელით გაკეთებულ მიმართვაში, გალის ადმინისტრაცია აფხაზეთის ე.წ. საზღვრის მთელს პერიმეტრზე, თხილის გადატანისათვის 1-კგ. პროდუქციაზე 25 რუბლი გადასახადის დაწესებას ითხოვს და აცხადებს, რომ ამ გადასახით შეკრებილი თანხებიდან 50%, ცენტრალური ბიუჯეტიდან  თხილის ძირითად მწარმოებელ 3 აფხაზური რაიონის ბიუჯეტს უნდა დაუბრუნდეს…

გალის ხელისუფლება აგრეთვე ითხოვს, რომ 2016 წლიდან მრავალწლიანი სასოფლოსამეურნეო კულტურებით გაშენებულ და არენდით გაცემულ ნაკვეთებზეც შემოიღონ გადასახადი.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიმათ, ვისაც არასოდეს გინახავთ… და ვისაც ჯერ კიდევ გახსოვთ… გაგრა – ბიჭვინთა! (VIDEO)
შემდეგი სტატიარუს ჯარისკაცებს სირიაში უშვებენ