თურქეთში აფხაზური დიასპორის ვებ-გვერდის ცნობით, თურქული ქალაქ ბანდირმას მერიამ, ამ ქალაქში 28-დან 31 მაისის ჩათვლით გამართულ კულტურისა და ტურიზმის ფესტივალზე, აფხაზური დელეგაცია ოფიციალურად მიიწვია…
ბანდირმის ფესტივალზე აფხაზური დელეგაციის შემადგენლობაში აფხაზეთის ,,კავკასიური ცეკვების შოუ ჯგუფის,, გარდა აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებიდან ქალაქ გაგრის, გუდაუთის და გულირიფშის ე.წ. მერები ბესლან ბარცისი, რუსლან ლადარია, ასლან ბარათელია და რამდენიმე დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატი იმყოფებოდნენ.
აფხაზური დიასპორის თურქული გამოცემის თანახმად, აფხაზი ოფიციალური პირებს, სხვა უცხოელ დელეგაციებთან ერთად და ქალაქ ბანდირმას მერიაში ოფიციალური შეხვედრა და ვახშამი მოუწყვეს, რის ამსახველ ფოტომასალასაც საკუთარ გვერდზე აქვეყნებენ.