აფხაზები თურქეთთან კავშირებს ოფიციალურ დონეზე ამყარებენ…

khajinba-turkebiაფხაზური მედიის ცნობით, 2 სექტემბერს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯინბამ სოხუმში თურქეთის დელეგაცია მიიღო, რომელსაც ქოჯაელის ოლქის გუბერნატორი იბრაჰიმ კარაოსმანოღლუ და ქალაქ იზმითის მერი ნევზათ დოგანი ხელმძღვანელობდნენ…

რაულ ხაჯინბამ თურქ სტუმრებთან ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების მნიშვნელოვან როლზე ისაუბრა… ,,პოლიტიკურად ჩვენ შეიძლება ჯერჯერობით არ ვიყოთ აღიარებული, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და მზად ვართ ავაგოთ სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობები თურქეთთან,, განაცხადა ხაჯინბამ, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ აფხაზეთის კონფლიქტის შემდგომ, აფხაზებისათვის რთულ პერიოდში, თურქეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები არ გაწყვეტილა და იმედი გამოთქვა ამ ურთიერთობების გაღრმავების.

karaosmanogluთურქული დელეგაციის ლიდერმა, გუბერნატორმა კარაოსმანოღლუმ, აფხაზების დე-ფაქტო პრეზიდენტს აფხაზეთის სხვადასხვა რაიონში მოგზაურობის შთაბეჭდილებები გააცნო და განუცხადა, რომ წინასწარი მოლაპარაკებების საფუძველზე შეუძლია თქვას, რომ ოჩამჩირეს ქოჯაელის ოლქის ერთ-ერთ ქალაქთან დააძმობილებს… ,,ჩვენ ნამდვილად ვგრძნობთ, რომ ჩამოვედით ძმებთან, სულიერების ქვეყანაში…  ჩვენ დავპატიჟეთ ოჩამჩირის ხელმძღვანელობა 29 ოქტომბერს თურქეთში, რესპუბლიკის დღესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებზე და მოხარული ვიქნებით ჩვენი ურთიერთობების მომავალი, პრაქტიკული განხილვით,, განაცხადა ქოჯაელის გუბერნატორმა.

სტუმრებმა აფხაზ მასპინძელთან აღნიშნეს, რომ ქოჯაელის პროვინციაში 30 ათასამდე ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს და აქტიურად მუშაობს  აფხაზური კულტურის ცენტრი.

თურქების დელეგაციის აფხაზეთში ვიზიტის პარალელურად, თურქეთში  შეხვედრებს მართავს რუსეთის ე.წ. ელჩი აფხაზეთში სემიონ გრიგორიევი…

Semem_Gregorievაფხაზური და რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, გრიგორიევი თურქეთის ქალაქ საქარიაში ჩავიდა, სადაც ეთნიკური აფხაზები კომპაქტურად არიან დასახლებულები. გრიგორიევმა საქარიაში არსებულ აფხაზური კულტურის ცენტრის ხელმძღვანელთან ორალ კობაშთან (ბგანბა) გამართა შეხვედრები.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ელჩი გრიგორიევი სტამბულშიც ჩავიდა, სადაც აფხაზეთის ე.წ. სრულუფლებიან წარმომადგენელს თურქეთის რესპუბლიკაში ინარ გიცბასაც შეხვდა…

გრიგორიევის ზემოაღნიშნული შეხვედრები თურქეთში, რუსული მხარის მიერ განხილულია, როგორც რეალიზაცია სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების მეოთხე მუხლისა, რომელიც მხარეთა მიერ საგარეო პოლიტიკური ურთიერთობების კოორდინაციას ეხება.

www.timer.ge

abhazdernegi

banner
წინა სტატიაშიოდესამ სააკაშვილთან ერთად იუბილე იზეიმა… (ფოტოები)
შემდეგი სტატიაგვატემალას კონგრესმა პრეზიდენტს ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნა