აფხაზები ევროკავშირის ოფისის გახსნაზე საქართველოს პოზიციას აპროტესტებენ

ევროკავშირის ოფისის გახსნის საკითხი განიხილეს აფხაზეთის დეფაქტო პრეზიდენტისა და ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის სამხრეთ      კავკასიაში ჰერბერტ ზალბერის შეხვედრისას.

260215_10151493838523318_1428785876_nამ საკითხებზე კომენტირებისას, აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ კან ტანიამ განაცხადა: ,,საქართველოს არააქვს უფლება გადაწყვეტილება მიიღოს ევროკავშირის ოფისის აფხაზეთში გახსნის შესახებ,,

,, საქართველო რა თქმა უნდა ასეთ გადაწყვეტილებას უფრთხის, რადგან მას მიზნად აქვს დასახული აფხაზეთის იზოლირება, თუმცა მას ასეთი გადაწყვეტილების არანაირი უფლება არა აქვს,, განაცხადა ტანიამ.

ოთხშაბათს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ნებისმიერი ოფისის გახსნა აფხაზეთის ტერიტორიაზე, საქართველოსთან შეთანხმებით და მისი ინტერესების გათვალისწინებით უნდა მოხდეს.

banner
წინა სტატიაშირამდენ ხანს გასტანს ის, რომ ყველაფერს “ნაციონალურ მოძრაობას” აბრალებდეთ? –გიორგი ვაშაძე
შემდეგი სტატიაზურაბ ჟვანიას საქმეზე ბრალდებულებმა სასამართლოს შენობა გირაოთი გათავისუფლების შემდეგ დატოვეს