აფხაზები აღიარებას ლათინურ ამერიკაში ეძებენ

0_70fc6_325edd2d_orig - копия (3)
აფხაზეთის დეფაქტო პარლამენტის დეპუტატებმა მორიგ სხდომაზე მიიღეს დადგენილება, რომლშიც ისინი მიმართავენ ლათინური ამერიკის ქვეყნებს, ეკვადორს, ბოლივიას, კუბას, ანტიგუა და ბარბუდის, სენტ ლუისსა და დომინიკის რესპუბლიკას, მათი სახელმწიფოს აღიარების თხოვნით.
ამ მიმართვის ინიციატორმა, დეფაქტო პარლამენტის წევრმა საიდ ხაზარიამ, პარლამენტარებს წინადადება მიმართა, რომ ლათინური ქვეყნების მიმართვასთან ერთად, მიმართონ ამ ქვეყნებში რუსეთის ელჩებს, რათა მათ გაუწიონ დახმარება ამ ქვეყნების ხელისუფლებებთან, აღიარების საკითხში… მან აგრეთვე შეახსენა კოლეგებს, რომ რუსეთთან დადებული ,,მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება,, ითვალისწინებს აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების განმტკიცებისათვის მხარდაჭერას და აღიარების მომხრე ქვეყნების წრის გაფართოებას.
ამ საკითხებთან დაკავშირებული დადგენილებას, კენჭისყრაზე აფხაზმა დეპუტატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე, მსგავსი მიმართვა აღიარების თხოვნით, დეპუტატებმა ყაზახეთის, ბელორუსიის, ბრაზილიისა და არგენტინის ხელისუფლებებს გაუგზავნეს.

banner
წინა სტატიაშიდღეში მხოლოდ ერთხელ ვიკვებებით – დევნილი ქალბატონი აფხაზეთის მთავრობის სხდომაზე
შემდეგი სტატიაჯოკია ბოდოკიამ ქრთამი შპს “დარიოუშის” ხელმძღვანელისგან ნათია მახარაშვილისგან აიღო