აფხაზების გამოფხიზლება დაიწყო … დამოუკიდებლობას უკვე რუსებისგან იცავენ (VIDEO)

აფხაზეთსა და რუსეთს შორის შინაგან საქმეთა ორგანოების სანიფორმაციო ცენტრის შექმნის საკითხი, რომელიც აფხაზების დე-ფაქტო პარლამენტარების განცხადებით ახაზეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება და მათ სუვერენიტეტს ზღუდავს, უკვე რამდენიმე დღეა აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მიერ განხილვისა და ამ გამხილვის ფონზე ანტირუსული განწყობების რადიკალური მატების საბაბი ხდება…

გუშინ აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერმა არტურ მიქვაბიამ, აფხაზურ პარლამენტს განუცხადა, რომ თუ რუსეთის მიერ წარმოდგენილ პროექტს საინფორმაციო ცენტრის შექმნისა და სხვა უწყებათაშორისო შინაგანი და თავდაცვითი ორგანოების შესახებ არ დაამტკიცებენ, რუსეთი დაპირებულ ფინანსურ დახმარებას (რომელმაც უკვე ნახევარი წელი დაიგვიანა) არ გადმორიცხავს… რასაც პარლამენტარების აღშფოთება მოყვა და მათ ერთსულოვნად უარი თქვეს ,,აფხაზეთის სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე,, ამ დოკუმენტების რატიფიცირებაზე.

,,სამწუხაროდ რუსეთში არიან ჩინოვნიკები, რომლებსაც არანაირად არ უნდათ გაიგონ, რომ აფხაზეთის პარლამენტი არასდროს გაუკეთებს რატიფიცირებას იმას, რაც აფხაზურ კონსტიტუციას ეწინააღმდეგება,, აცხადებს აფხაზეთის ე.წ. პარლამეტის წევრი ასლან კობახია.
,,რუსეთი დიდი ქვეყანაა და მის გეგმებში არანაირად არ შედიოდა გვერდზე პატარა დამოუკიდებელი აფხაზეთის ყოფნა… მაგრამ სიტუაცია ისეთი შეიქმნა, რომ რუსეთი იძულებული გახდა ვეღიარებინეთ. მე პატივისცემით ვარ განწყობილი რუსეთის პრეზიდენტის მიმართ, მაგრამ მის გარემოცვაში არიან ადამიანები, რომლების ელცინის დროს აფხაზეთის ბლოკადაში აქცევდნენ. თუ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირებაზე უარის გამო რუსეთი ჩვენ არ მოგვცემს დახმარებას… ჩვენ 2004 წელში დავბრუნდებით, მაგრამ აფხაზეთს არაფერი მოუვა და რუსეთთან მიმართებაშიც დიდად არაფერი შეიცვლება. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთშიც მოიძებნებიან პოლიკისები, რომლებიც მიხვდებიან, რომ აფხაზეთთან ასე მოქცევა არ შეიძლება და პატიოსან და კეთილსინდისიერ პარტნიორზე უარს არ იტყვიან,, აცხადებს კობახია.
ასლან კობახიამ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის პრემიერის მოადგილის ვლადისლავ სურკოვი ძაბავს რუსეთის ურთიერთობას აფხაზეთთან თუმცა ვერ ახდენს გავლენას აფხაზეთის ხელისუფლებაზე… ,,ვინ ეკითხება სურკოვს ჩვენს შიდა საქმეებს? ვინ დანიშნა ის აფხაზების ზედამხედველად?,, აცხადებს კობახია.

,,დღეს აფხაზურმა პარლამენტმა, უკუაგდო რა ყოველგვარი აზრთასხვაობა და დაპირისპირება… განაცხადა, რომ ვაჭრობა აფხაზეთის დამოუკიდებლობის ხარჯზე უადგილოა და არ მოხდება! ღია შანტაჟი რუსი ჩინივნიკების მხრიდან, იწვევს გაუგებრობას და გულისწყრომას… ასე მოკავშირეებს არ ექცევიან!,, განაცხადა პრლამენტარმა ახრა კვეკვესკირიმ ე.წ. პრემიერ მიქვაბიასთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის სხვა წევრებმაც დააფიქსირეს რუსეთის მიერ აფხაზეთში წარმოებული შანტაჟის პოლიტიკის მიმართ თავისი ნეგატიური დამოკიდებულება…

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის დეპუტატმა, ფინანსური და საბიუჯეტო კომიტეტის წევრმა ბესლან ცვინარიამ, კოლეგებთან გააჟღერა ინიციატივა, რომლის მიხედვითაც აფხაზეთმა უარი უნდა თქვას რუსულ ფინანსურ დახმარებაზე, რომელიც მისივე განცხადებით, ისედაც არ მოდის რუსეთიდან.
ცვინარიას აზრით, ნარკომანივით რუსულ ფინანსურ ,,ნემსებზე დამჯდარ,, აფხაზეთს, რუსეთისათვის ფულის თხოვნით დამცირებასა და ტვირთად ყოფნას, ურჩევნია საკუთარ თავში გამონახოს ძალები ბიუჯეტის შესავსებად. რუსეთს ახლა სანქციებისა და ყირიმის მიერთების გამო ისედაც უჭირს, აცხადებს ცვინარია.
,,რუსეთი შეგვპირდა ფინასურ დახმარებას, თუმცა ნახევარი წელია ამ დახმარებას არ გვაწვდის. გამოცდილებამ გვიჩვენა, რომ საშიში არაფერი მომხდარა, არ მომკვდარვართ. თუ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ხვეწნას და თხოვნას, თავის დამცირებას, ხვალ ჩვენ ალბათ ვერ შევძლებთ ნორმალური საქმიანი ურთიერთობის დამყარებას. კომერციული თვალსაზრისით, ჩვენ რუსეთთან სულ მცირე თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ… დღეს კი მათხოვრის როლში ვართ,, აცხადებს ცვინარია, რომელიც აფხაზებს ბიუჯეტის შესავსებად საკუთარი რეზერვების მოძიებას სთავაზობს და ფიქრობს, რომ მსგავსი მიდგომა აფხაზეთს მისცემს უფლებას, რომ მის ტერიტორიაზე არსებული რუსული ბაზებისათვის არენდის თანხა მოითხოვოს, ისე როგორც ამას ყაზახეთი ბაიკანურზე აკეთებს.

თავისი აზრი გამოხატა აფხაზეთის დე-ფაქტო პარლამენტის წევრმა ლეონიდ ჩამაგუამაც, რომელმაც დე-ფაქტო პრემიერ არტურ მიქვაბიასთან შეხვედრისას განაცხადა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების რეალიზების შეფერხებებთან დაკავშირებით, აფხაზეთის მოსახლეობის ნაწილს, რჩება შტაბეჭდილება, რომ ადგილი აქვს აფხაზეთის მიმართ დაუფარავ შანტაჟს რუსეთის არაკეთილსინდისიერი ჩინოვნიკების მხრიდან.

ჩამაგუას განცხადებით, რუსეთის მხრიდან აფხაზეთისთვის გამოყოფილ ფინანსურ დახმარებას ყოველწლიურად თან მოყვება დამატებითი მოთხოვნები და ეს იმ დროს, როცა რუსეთი თავის დაპირებებს არ ასრულებს… კერძოდ კი, რუსეთი არც საკუთარ საზღვარზე ამსუბუქებს გადასვლის რეჟიმს და არც აფხაზეთის საზღვრის გამაგრებაში ხარჯავს დამატები ძალისხმევას.

,,ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთმა ამ ფორმით წარმოადგინა საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის შექმნის შესახებ, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსეთისგან ფული მივიღოთ, ხელი არ უნდა მოეწეროს,, აცხადებს ჩამაგუა ე.წ. პრემიერ მიქვაბიასთან ახალ წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე საუბრისას.

ჩამაგუამ ასევე აღნიშნა, რომ რუსული ფინანსური დახმარება, რომელსაც რუსი ჩინოვნიკები საკუთარი დამატებითი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად იყენებენ, არ აღემატება იმ თანხას, რაც აფხაზეთმა თავის ტერიტორიაზე რუსული ბაზის განთავსებისათვის შეიძლება მოითხოვოს.

აფხაზური მედია დე-ფაქტო პრემიერ მიქვაბიას დეპუტატებტან შეხვედრის შემაჯამებელ მოსაზრებასაც აქვეყნებს:
,, დასასრულს მინდა გითხრათ, რომ მე ვიზიარებ პარლამენტართა უდიდესი უმრავლესობის მოსაზრებას… თავისუფლება ყველაფერზე მაღლა დგას,, განაცხადა აფხაზთა დე-ფაქტო პრემიერმა

აფხაზურ მედიაზე დაყრდნობით – კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

/ასლან კობახიას ინტერვიუ-ვიდეო/

banner
წინა სტატიაშივერეს ხეობაში გვირაბებს, სადაც მდინარე გადის ხიდები ჩაანაცვლებს
შემდეგი სტატიათურქეთის ქართველთა დახმარება ,,დედა სამშობლოს,,