„აუცილებელი იქნება, ვერეს ხეობაში პროექტის ცვლილება და სხვანაირი ტიპის საინჟინრო გადაწყვეტილება“

ბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, ვერეს ხეობის მდგომარეობის შესწავლისა და შემდგომი განვითარების სამუშაოებში ყველა უწყება აქტიურადაა ჩართული.

მისი თქმით, მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობდა იყო პროექტის დროებითი გადაწყვეტის საკითხი.

„მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც ვიმსჯელეთ, არის დროებითი გადაწყვეტის საკითხი. არსებული გზისა და გზის გაუმტარიანობის მდგომარეობის შესწავლა მოხდება და ასევე, იქნება უფრო გრძელვადიანი საკითხები, თუ როგორ უნდა განვითარდეს მომავალში პროექტი, შესაძლო უხვი ნალექის პირობებში. ვიმსჯელეთ, თუ რა ფორმით და როგორ შეიძლება არსებული გზა აღვადგინოთ. ერთის მხრივ, ამისთვის რესურსები იქნება საჭირო და მეორეს მხრივ, სხვადასხვა უწყებების ძალიან აქტიური ჩართულობა. ასევე, ვიმსჯელეთ გრძლვადიანი პროექტების განვითარებისთვის აუცილებელი იქნება პროექტის ცვლილება და სხვა ტიპის საინჟინრო გადაწყვეტილება“, – განაცხადა ნარმანიამ.

მერის თქმით, შემდეგ შეხვედრებში ასევე იქნება მსჯელობა, სტიქიის ზონაში განსახლებასთან დაკავშირებით.

„განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს რაც შეეხება, სახლები, სადაც სარისკოა ცხოვრება, იქნება ასევე ცალკე მსჯელობის საგანი, რომელიც ამ კომისიის ფორმატში მოხდება“, – განაცხადა ნარმანიამ და დასძინა, რომ კომისია იმუშავებს სისტემატიურ რეჟიმში, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.

banner
წინა სტატიაში22 ათას მომხმარებლს ელექტრომომარაგება აღუდგა
შემდეგი სტატიავაკე-საბურთალოს ჩქაროსნული მაგისტრალის დროებითი აღდგენის საკითხი განიხილება