„აუცილებელია საქართველოში საფრთხის ადრეული შეტყობინების სისტემა დაინერგოს “

თანამდებობებს შს, კულტურის, განათლებისა და ფინანსთა მინისტრები დატოვებენ?

გეოლოგ გიორგი გოცირიძის განცხადებით, ადრეული შეტყობინების სისტემები საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს.

მისი თქმით, პირველი ამოცანა ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება და ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უსაფრთხოებაა.

„კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე ჯერ ადრეა საუბარი. ამოცანები გადანაწილებულია. ნომერი პირველი ამოცანა გახლავთ ადამიანის სიცოცხლის უსაფრთხოება და ასევე, არსებული ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების უსაფრთხოება. კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით“, – განაცხადა გოცირიძემ.

მისი თქმით, უსაფრთხოების კუთხით, საქართველოში ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა იგეგმება.

„ეს კარგი მაგალითია იმისთვის, რომ სისტემებს მეტი ყურადღება მიექცეს. გაკეთდა დიზაინი და ახლა ამაზე მიდის მუშაობა. რა ქმედებებიც არ უნდა მივიღოთ, მშენებლობა, რეაბილიტაცია, დაგეგმარება თუ სხვა, ყველაფერი უნდა გამომდინარეობდეს უსაფრთხოების სისტემების გათვალისწინებით. ადრეული შეტყობინების სისტემები საქართველოში საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული არ არსებობს. კარგი პრეცედენტია, რომ ამაზე მუშაობა დაიწყო. ამაზე გარემოს დაცვის სამინისტრო არის პასუხისმგებელი და კომპეტენტური უწყება, ამიტომ ეს საკითხი დეტალურად მათთან იქნა განხილული. ესაა სპეციალური ჰიდრო-მეტეოროლოგიური, სენსორული და სხვა ტიპის სისტემები, რომელიც საბოლოო ჯამში წინასწარ იძლევა ინფორმაციას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ“, – განაცხადა გოცირიძემ.

banner
წინა სტატიაში„შეიქმნება თემატური ჯგუფები, რომლებიც მდინარე ვერეს ხეობაში არსებულ პრობლემებს შეისწავლიან“
შემდეგი სტატიარაზე უთხრა უარი პროფესორმა თამარ სანიკიძეს?!