აუდიტმა სასჯელაღსრულების სამინისტროს დარღვევებზე მასალები პროკურატურას გადაუგზავნა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო CPT-ის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასჯელაღსრულების სამინისტროს შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებული მასალები პროკურატურას გადაუგზავნა.
“ვინაიდან აუდიტის შედეგად გამოვლენილი დარღვევები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, შესაბამისი მასალები დღეს პროკურატურას გადავუგზავნეთ”, – განმარტეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურში.
მათივე ინფორმაციით, მასალები მოიცავს როგორც უწყების თანამშრომლებზე 2013-2014 წლებში გაცემულ პრემიებთან დაკავშირებულ ფაქტებს, ისე კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაციას.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შეფასებით, სასჯელაღსრულების სამინისტროში 2013-2014 წლებში თანამშრობლებზე გაცემული პრემიების გადაწყვეტილება ხშირად დაუსაბუთებელია. ასევე, აღნიშნულ პერიოდში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის კვებითი მომსახურების შესყიდვის მიზნით 14 ტენდერი ჩატარდა და ყველა ტენდერში გამარჯვებულად შპს “G.M.M.” გამოვლინდა.

banner
წინა სტატიაშივიცე–პრემიერი: ორმაგი სტანდარტი არ უნდა იყოს
შემდეგი სტატიასახაშეში აღებული 21 500 – სუბარის მოადგილეს ქრთამი აღებაში ადანაშაულებენ