აუდიტის სამსახურმა 210 მლნ ლარის ფინანსური დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გასულ წელს ჩატარებული ფინანსური შემოწმების შედეგად 210 მილიონი ლარის ოდენობის დარღვევები გამოავლინა.
გენერალური აუდიტორის წლიური მოხსენების თანახმად, რომელიც პარლამენტშია შესული, ჩატარებული აუდიტების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტში 555 ათასი ლარი დაბრუნდა.
ოფიციალური ინფორმაციით, შემდგომი რეაგირებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს 64 ანგარიში მიეწოდათ.
სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2014 წელს სულ 114 აუდიტი ჩაატარა, რომელთა შორის 65 ფინანსური აუდიტი, 43 შესაბამისობის, 5 ეფექტიანობის და 1 ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტიანობის აუდიტი იყო. აუდიტორული საქმიანობით სამსახურმა საერთო ჯამში მოიცვა 5.1 მილიარდი ლარი.
შემოწმების შედეგად აღნიშნულმა სამსახურმა საჯარო ფინანსების მართვაში არსებული სულ 89 სისტემური ხარვები გამოავლინა და მათ გამოსასწორებლად 60 რეკომენდაცია გასცა.
აუდიტორული საქმიანობით 2012-2014 წლების განმავლობაში ცალკეულ უწყებებზე გაცემულ იქნა 745 რეკომენდაცია.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კაკაბაძე მთავრობის დამხობას ითხოვს
შემდეგი სტატია2011-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საჩუქრების შესაძენად 3 765 600 ლარი დახარჯა