აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდიას განცხადებით, აუდიტის სამსახურმა ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით ჩატარებულ ტენდერში დარღვევები გამოავლინა.

მისი ინფორმაციით, შესაბამისი მასალები უკვე პროკურატურაშია გადაგზავნილი.

„აუდიტის სამსახურმა “კაბელების საქმესთან” დაკავშირებით მუშაობა დაასრულა და მასალები უკვე გადაგზავნილია პროკურატურაში. როგორც ვიცი, ის საქმეში მტკიცებულების სახითაა მოცემული. რაც შეეხება დანაშაულის ნიშნებს, სასამართლო პროცესის მიმდინარეობის გამო ზედმეტი კომენტარისაგან თავს შევიკავებ, საბოლოო ჯამში, რომ არ იყოს სპეკულაციები იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოზე აუდიტის სამსახურის მხრიდან რაიმე ტიპის ზეწოლას ჰქონდა ადგილი. რა თქმა უნდა, დარღვევები იყო”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: 530 ათას ოჯახს გაუძვირდა ბანკის სესხი
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი – ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტმა სრული კრახი განიცადა