ასტანას სამიტი გადაიდო

ასტანას სამიტი გადაიდო15 იანვარს, უკრაინის კრიზისთან დაკავშირებული ასტანაში დაგეგმილი სამიტი გაურკვეველი დროით გადაიდო… ამის შესახებ გერმანიაში გამართულ ოთხი ქვეყნის ( გერმანი, საფრანგრთი, რუსეთი, უკრაინა) საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაიმაიერმა. მისი განცხადებით საგარეო საქმეთა მინისტრებმა გაიარეს ის საკითხები, რომლებიც უკრაინის კრიზისის მოგვარებაში ჩართული ქვეყნების ლიდერებს ასტანას სამიტზე უნდა გადეწყვიტათ, თუმცა განხილვამ აჩვენა, რომ ამ მომენტისთვის ზიგიერთი საკითხი მზად არ არის და ამის გამო კოლეგების მიერ, ასტანის სამიტის გადადების გადაწყვეტილება იქნა მიღებული. შეგახსენებთ, რომ ასტანის სამიტის ინიციატორი, ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევია, რომელიც 2 კვირით ადრე, როგორც კიევს ასევე მოსკოვს ესტუმრა და უკრაინული კრიზისის მოგვარებაში შუამავლის როლი იკისრა.

banner
წინა სტატიაშიBrent-ის მარკის ნავთობი 5%-ით გაიაფდა
შემდეგი სტატიაგურჯაანის რაიონის სოფელ კალაურში 94 წლის მოხუცი გაძარცვეს