ასოციაცია ჰერა XXI-ს რეკომენდაცია – რა უნდა გაკეთდეს ნაადრევი ქორწინებების პრევენციისთვის

”12 წლის მოზარდის და მისი მომავალი შვილის ჯანმრთელობა და სიცოცხლე საფრთხეშია”- ასე ეხმაურება საქართველოს არასამთავრობო “რეპროდუქციულ ჯანმრთელობასა და უფლებებზე მომუშავე” ასოციაცია ჰერა XXI -ს ხელმძღვანელი ნინო წულეისკირი, კახეთში კერძოდ, კი გურჯაანში მომხდარი ნაადრევი ქორწინებისა ფაქტს.

”ეს არის ადრეული ქორწინების ერთ- ერთი სავალალო ფაქტი. კიდევ ერთი გოგონას ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა საფრთხეშია. ის რომ სრულწლოვან ასაკში გათხოვილიყო, მას ექნებოდა მომწიფებული ორგანიზმი, რაც დასაბამია ჯანმრთელი მომავლის. ახლა კი 12 წლის მოზარდის და მისი მომავალი შვილის სიცოცხლე- საფრთხეშია. სტატისტიკით, საქართველოში ქალბატონების 17% 18 წლამდე ქორწინდება და, ეს მაჩვენებლი აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე მაღალია. პირადად ჩემი მოსაზრებით ამ პრობლემის სათავე განათლებაა. უფრო კონკრეტულად კი ის, რომ დღეს საქართველოში რეპროდუქციული ჯანმრთელობასა და სწორ რეპროდუქციულ ქცევებს, სათანადო ყურადღება არ ექცევა. არ არის სასკოლო და საუნივერსიტეტო შესაბამისი პროგრამები. მოზარდებმა არ იციან, რა საფრთხე ემუქრებათ მათ ორგანიზმს და ფსიქიკას ადრეულ ასაკში ქორწინებით და, რომ ნაადრევ ასაკში მშობიარობა, 4-ჯერ ზრდის დედათა სიკვდილიანობის მაჩვენებელს. პედაგოგებიც ხშირად თავს არიდებენ ამ თემებზე საუბარს იმ მიზეზის გამო , რომ სამწუხაროდ თავად მასწავლებლებსაც არ მიუწვდებათ ხელი რეპოდუქციული ჯანმრთელობის კუთხით, სპეციალურ გადამზადების პროგრამებზე. ჩემი აზრით აუცილებელია საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა და ნაადრევი ქორწინების რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტექსტში განხილვა. ამასთან ერთად მიმაჩნია, რომ აუცილებელია სახელმწიფო დონეზე საგანმანათლებლო-საინფორმაციო საკომუნიკაციო ხედვისა და სტრატეგიის ჩამოყალიბება, შემუშავება და თანმიმდევრული სათანადო ღონისძიებების რეალურად შესრულება”- აცხადებს ნინო წულეისკირი

banner
წინა სტატიაშითბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს
შემდეგი სტატიაგიგი უგულავას სასამართლო სხდომა 15:00 საათამდე გადაიდო