“ასეთი ხელშეკრულებები კრიზისის დარეგულირებას ნამდვილად არ ეხმარება”

ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი რუსეთსა და ცხინვალს შორის ე.წ.საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას არ მიესალმება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერას გამოხატავს.

“ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს მიმდინარე მოვლენებს, ე.წ. ხელშეკრულებას რუსეთსა და აფხაზეთს შორის, ასევე შესაძლო გაფორმებას რუსეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის. ერთადერთი, რისი თქმაც ამ ეტაპზე შეგვიძლია არის ის, რომ ჩვენ ვაცხადებთ სრულ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ასევე იმას, რომ ასეთი ხელშეკრულებები არ ეხმარება კრიზისის დარეგულირებას”,-განაცხადა იანოშ ჰერმანმა

რუსეთი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან საზღვრის შესახებ ე.წ. ხელშეკრულებას დღეს აფორმებს.

banner
წინა სტატიაში“უკრაინასთან ჩვენი გეგმები ძალიან კონკრეტულია, ჩვენი თანამშრომლობა ვითარდება”
შემდეგი სტატია“რუსთავი 2” მაუწყებლობას კიევიდან დაიწყებს?!