„ასეთი რამ არც ერთ მაფოზურ ქვეყანაში არ მომხდარა“

ბუტა რობაქიძის მამის სოსო რობაქიძის განცხადებით, ქვეყანაში ქუჩაში ხალხის აფეთქების მეორე ციკლი იწყება.

ასე აფასებს სოსო რობაქიძე მისი მეგობრის, იური ვაზაგაშვილის აფეთქების შედეგად გარდაცვალებას.

„იმედნად აღელვებული ვარ, რომ სიტყვებს ვერ ვპოულობ. ასეთი რამ არც ერთ მაფიოზურ ქვეყანაში არ მომხდარა. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით რამე შეჩერდება, სცდება, რადგან ჩვენ ამ საქმეს ბოლომდე მივყვებით. სიკვდილის არ გვეშინია და ცოცხლები იმიტომ დავრჩით, რომ ჩვენი შვილების მკვლელობების საქმე ბოლომდე მიგვეყვანა. მაქვს ეჭვი, რომ არც ერთ მხარეს არ უნდა ამ საქმეების გამოძიება, რადგან ყველა გზა ერთ კაცამდე მიდის. საერთოდ რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დადის, იქ კი ყოფილი მთავრობის წევრები ინიშნებიან. მე მგონია, რომ ქუჩაში ხალხის აფეთქების მეორე ციკლი იწყება“, -განაცხადა სოსო რობაქიძემ, რომელიც იური ვაზაგაშვილის კუთვნილ კლუბ „ჯაზუში“ თანამოაზრეებთან ერთად იმყოფება.
შეკრებილები რუსთაველის გამზირზე გადანაცვლებას და იქ აქციის გამართვას გეგმავენ.
იური ვაზაგაშვილის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია დღეს გავრცელდა. არსებული ინფორმაციით, ის საკუთარი შვილის საფლავზე დამონტაჟებული მოწყობილობის აფეთქების შედეგად დაიღუპა. პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) დაიწყო.  პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავარი პროკურატურისგან იური ვაზაგაშვილის საქმის სასწრაფოდ გამოძიება მოითხოვა და აღნიშნა, რომ ის თავის მხრივ ყველაფერს გააკეთებს რათა ყველა დამნაშავე კანონის მთელი სიმკაცრით დაისაჯოს.
banner
წინა სტატიაშიკიევში ხვალ თამაზ სუხიაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება
შემდეგი სტატია„ვაზაგაშვილის სიკვდილს ეს ხელისუფლება გადაჰყვება,“ – ირაკლი წერეთელი