ასეთი დანაშაულისთვის ხალხს წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ვსვამდეთ–თინა ხიდაშელი

tinaთინა ხიდაშელი აცხადებს, რომ რჩება იმ ადამიანებისა თავმდები, რომლებიც ე.წ. კაბელების საქმეებთან დაკავშირებით არიან დაკავებული. როგორც ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, თავისი ღირებულებების ერთგულია და მიაჩნია, რომ მსგავსი დანაშაულისთვის ხალხი წინასწარ პატიმრობაში არ უნდა იყოს.
“მე ვარ ყოველთვის საკუთარი ღრებულებების ერთგული. ყოველთვის ვაკეთებ იმას, რისიც მჯერა. დღესაც ვფიქრობ, რომ რაც შეიძლება სწარფად უნდა დაასრულოს პროკურატურამ და სასამართლომ საქმის წარმოება და აჟიოტაჟი თავდაცვის სამინისტროს მიმართ. დღეს ამაში კდევე მეტად დაინტერესებული ვარ, გასაგები მიზეზების გამო. საკითხი თუ დადგება, მე არ ვაპირებ ამ პოზიციის შეცვლას. პოლიტიკური თანამდებობის პირი ვარ და ვერ ჩავერევი ვერც პროკურატურის და ვერც სასამართლოს საქმიანობაში. მგონია, რომ ასეთი დანაშაულისთვის ხალხს წინასწარ პატიმრობაში არ უნდა ვსვამდეთ, ზოგადად”-განაცხადა თინა ხიდაშელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გამოჩნდება, შეგწევთ თუ არა ძალა, თვალი გაუსწოროთ პროგრესს
შემდეგი სტატიაზუგდიდში 78 წლის ქალბატონის საფლავი გაძარცვეს