,,ასეთი ადამიანი ასწავლის სტუდენტებს”- უგულავა ტურავაზე საუბრობს

15 თვიანი პატიმრობის დასასრული

ქალაქ თბილისის ყოფილი მერი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ტურავაზე საუბრობს და მის მოქმედებას “სამარცხვინოს” უწოდებს. ამის შესახებ გიგი უგულავამ გადაცემა არჩევანში ისაუბრა. მან მოსამართლე ტურავას წარსული გაიხსენა და თქვა, რომ ის ყოველთვის საკვანძო მომენტში ავად ხდება.

„ჩვენი პრობლემა მარტო ის კი არაა, რომ ტურავასნაირი ადამიანი არის მოსამართლე, ჩვენი პრობლემაა, რომ ტურავა ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ლექტორად და ბავშვებს და სტუდენტებს ზრდის, ამ მორალური კრედოს ადამიანმა, რომელსაც არც ვაჟკაცობა არა აქვს არც გამბედაობა არ აქვს და რომელმაც ფრაზა თქვა, რომ იურისტები ყველაფრის არგუმენტაციას მოვძებნით, ანუ ჩვენ ვართ ის ხალხი რომლებიც ყველაფერს გავამართლებთო. ასეთი ადამიანი ასწავლის სტუდენტებს,“ – აცხადებს გიგი უგულავა.

banner
წინა სტატიაში„ამას ჩრდილოეთ კორეაც ვერ ამბობს“ – უგულავა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ჩვეულებრივი კაგებეშნიკური მეთოდია” – უგულავა ივანიშვილის მხრიდან სასამართლოზე არსებულ ზეწოლაზე საუბრობს